ლევან ხაბეიშვილი - კახა კალაძემ 170 მლნ ლარის ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ კომპანიას - სამარცხვინო და მძიმეა ის დამოკიდებულება, რომ რუსულ სამხედრო კომპანიას აფინანსებს - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი - კახა კალაძემ 170 მლნ ლარის ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ კომპანიას - სამარცხვინო და მძიმეა ის დამოკიდებულება, რომ რუსულ სამხედრო კომპანიას აფინანსებს

2022-03-12 14:34:51+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კახა კალაძისგან, რომელმაც უკრაინაში გაიკეთა კარიერა, სამარცხვინოა და კიდევ უფრო მძიმეა ის დამოკიდებულება, რომ აფინანსებს რუსულ, სახელმწიფო, სამხედრო კომპანიას, რომელიც მისი თანაგუნდელების ოჯახის წევრებს პირდაპირი მნიშვნელობით აწიოკებს. მისი თქმით დედაქალაქის მერიამ რუსულ, სამხედრო, სახელმწიფო კომპანიას თბილისის მეტროს მოდერნიზებისთვის 170-თ მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ხაბეიშვილი ხელშეკრულების შეწყვეტას და დოკუმენტაციის წარმოდგენას ითხოვს.