რუსეთის გენპროკურატურა კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთში Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის ფუნქციონირების აკრძალვას ითხოვს - Palitra News

რუსეთის გენპროკურატურა კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთში Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის ფუნქციონირების აკრძალვას ითხოვს

2022-03-11 17:55:14+04:00

რუსეთის გენერალური პროკურატურა „როსკომონდზორისგან“ კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის ტერიტორიაზე Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის ფუნქციონირების აკრძალვას ითხოვს.

გენერალური პროკურატურის აღნიშნული მოთხოვნა, მოჰყვა კომპანია Meta-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით ნება დართო გამოაქვეყნონ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს რუსული ჯარისკაცების წინააღმდეგ ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებს და ასევე, მოწოდებებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილთან დაკავშირებით.