საქართველოს გენერალური პროკურატურის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ბრძანების გამოცემით საქართველომ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა.
უწყების ცნობით, წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.