"პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მაისამდე ქვეყანა უზრუნველყოფილია იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება და მარაგიც არის. მისივე თქმით, თუკი ერთი ტომარა ფქვილის ფასი 70-თ ლარამდე გაიზრდება, პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუკი ამ ნიშნულს გადასცდება, პურის ფასის სტაბილურობის მიზნით, სავარაუდოდ, მთავრობა სუბსიდირებას განახორციელებს. მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, ხორბლისა და ფქვილის 2-3 თვის მარაგია.