რუსეთი 2022 წლის ბოლომდე 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს კრძალავს. ამასთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციიდან ხე-ტყის ზოგიერთი სახეობის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში არის ნათქვამი.
სიაში სულ 200-ზე მეტი ნივთი შედის. ესენია:
ტექნოლოგიური;სატელეკომუნიკაციო;სამედიცინო აღჭურვილობა;სატრანსპორტო საშუალებები;სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;ელექტრო ტექნიკა;სარკინიგზო ვაგონები და ლოკომოტივები;კონტეინერები;ტურბინები;ლითონისა და ქვის გადამამუშავებელი მანქანები;მონიტორები;პროექტორები;კონსოლები;პანელები.
აღნიშნული შეზღუდვა, შესაძლოა, შეეხოს იმ პროდუქტებსაც, რაც რუსეთიდან შემოდის, თუმცა, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, ამ პროდუქტების რაოდენობა მცირეა. კერძოდ, 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ტოპ-20 პროდუქტს, რომლის იმპორტიც საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან ხორციელდება:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 134 615 440 აშშ დოლარი;ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 90 652 880 აშშ დოლარი;ხორბალი და მესლინი - 87 436 010 აშშ დოლარი;ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - 41 640 810 აშშ დოლარი;სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 37 277 010 აშშ დოლარი;შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 25 745 060 აშშ დოლარი;კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 23 426 970 აშშ დოლარი;ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 19 753 040 აშშ დოლარი;პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 18 885 010 აშშ დოლარი;მარგარინი - 17 669 450 აშშ დოლარი;სიმინდი - 17 140 990 აშშ დოლარი;პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 12 949 330 აშშ დოლარი;სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 12 839 380 აშშ დოლარი;აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 12 625 810 აშშ დოლარი;ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 12 091 560 აშშ დოლარი;ელექტროენერგია - 11 946 750 აშშ დოლარი;ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა - 11 535 750 აშშ დოლარი;საშუალებები თმებისათვის - 9 696 810 აშშ დოლარი.ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 9 151 080 აშშ დოლარი;სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 8 754 460 აშშ დოლარი.
წყარო: BPN.GE