საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2021 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ყველა მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი იყო წარმოჩენილი ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა.
ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, რომ აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საკმაოდ მძიმე ვითარებაა.
ასევე, პანდემიამ ხელი შეუწყო, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებას. რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას, მისი მიზანია, სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის კუთხით რეგიონებში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს.