გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ გადასაღებ მოედანზე ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის, ჰალინა ჰაჩინსის ოჯახი ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივის. პარალელურად არ წყდება მსახიობის თვალთვალი და დევნა. პაპარაცები მის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ.ახლახან, 62 წლის მსახიობის მორიგი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის აცხადებს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს და ადვოკატებს მისგან ფულის გამოძალვა სურთ.„რატომ უნდა უჩივლო ადამიანს? რა თქმა უნდა, ამის მიზეზი თანხის მიღებაა, იმედი მაქვს ყველაფერი მალე გაირკვევა და ჩემი ბრალეულობაც გაქრება“ , – აცხადებს ბოლდუინი.შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნის გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.