უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა - Palitra News

უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა

2022-03-11 09:43:06+04:00

რამდენიმე წუთის წინ, რუსეთმა უკრაინის ქალაქები - ლუცკი და დნიპრო პირველად დაბმომბა, - ინფორმაციას BBC უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლუცკში, ასევე დნიპროში, რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქებების ხმა ცოტა ხნის წინ გაისმა.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო იერიშის სიგნალები ჩაირთო.