საბერძნეთი ლტოლვილების გადაყვანის დაჩქარების მიზნით პოლონეთში თვითმფრინავებსა და ავტობუსებს აგზავნის. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საბერძნეთის მიგრაციის მინისტრ ნოტის მიტარაჩის განცხადებით, ათენმა ვარშავას მხრიდან მიგრანტთა ნაკადის გასაკონტროლებლად დახმარების თხოვნა მიიღო.
,, პოლონეთმა დახმარება გვთხოვა გუშინ. ჩვენ თვითმფრინავებსა და ავტობუსებს პოლონეთიდან საბერძნეთში ხალხის წასაყვანად გავგზავნით, რადგან პოლონეთი ახლა მასპინძლობს 1,3 მილიონზე მეტ ადამიანს. 7 ათასი უკრაინელი უკვე ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ისინი თითქმის მაშინვე იღებენ 12- თვიან ბინადრობის ნებართვას“, -აღნიშნა მიგრაციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 1000-ზე მეტი ლტოლვილი ადგილობრივ სკოლებში ჩაირიცხება.