უკრაინის სუმის ოლქიდან 20 000 მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული, - ამის შესახებ პოლტავას საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ლუნინმა განაცხადა.
„სუმის ოლქი ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით 20 000-მა ადამიანმა დატოვა. სუმისა და ტროსტიანეცის ავტობუსები უკვე ჩამოდიან ლუბნიში, საიდანაც ევაკუირებულები მატარებლით გაემგზავრებიან ქვეყნის დასავლეთით,“- აღნიშნა ლუნინმა.
ცნობისათვის, უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სუმის ოლქიდან, ბოლო დღეებია განმავლობაში, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით ათასობით ადამიანის, მათ შორის უცხოელი სტუდენტების ევაკუაცია განხორციელდა.