ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - უკრაინამ ჩერნობილთან ყოველგვარი კომუნიკაცია დაკარგა - Palitra News

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - უკრაინამ ჩერნობილთან ყოველგვარი კომუნიკაცია დაკარგა

2022-03-11 08:25:03+04:00

უკრაინამ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ყველანაირი კომუნიკაცია დაკარგა, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

„კომუნიკაციის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ უკრაინის მარეგულირებელი ორგანო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ვეღარ შეძლებს“, - აცხადებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში.

ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, მათ აცნობეს, რომ ადგილზე ელექტროენერგია აღდგენილია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.