მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მიერ რუსეთში საქმიანობის შეჩერების ან რუსეთის ბაზრის დატოვების კვლადაკვალ იგივე ზომებს მიმართავენ სათამაშო ინდუსტრიის გლობალური ლიდერები.
იაპონურმა კომპანიამ Sony-მ მიიღო გადაწყვეტილება არ შეიტანოს რუსეთის ფედერაციაში მისი სათამაშო კონსოლები, ასევე შეაჩეროს მაღაზია Playstation Store-ის მუშაობა. კომპანია უკრაინის მხარდასაჭერად 2 მლნ დოლარსაც გამოყოფს.
რუსეთის დატოვების შესახებ გამოაცხადა კიდევ ერთმა იაპონურმა გიგანტმა Nintendo. კომპანიის განცხადებით, ის არ შეიტანს რუსეთის ტერიტორიაზე სათამაშო კონსოლს Nintendo Switch და მის პროგრამულ უზრუნველყოფასაც არ მოემსახურება.
რუსეთის ბაზარს ტოვებს ასევე ფინური Supercell, რომელმაც დახურა წვდომა მის ონლაინ თამაშებზე რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიიდან. შეზღუდვა შეეხო ასევე ამ ბრენდის კუთვნილ, ბავშვებში პოპულარულ თამაშს Brawl Stars.