საქართველოს მოსახლეობის 87% თვლის, რომ "უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის" - ACT - Palitra News

საქართველოს მოსახლეობის 87% თვლის, რომ "უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის" - ACT

2022-03-11 08:13:35+04:00

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს მოსახლეობისთვის აქტუალური და მტკივნეული თემაა. აღნიშნულს „ეისითის“კვლევის მონაცემი ცხადყოფს. კვლევის შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა გამოკითხული ანუ 96% მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება.

ამასთან, კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 87% თვლის, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“. 72% კი მოელის, რომ „თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება“.

ამასთან, გამოკითხულების ნახევარი - 51% რუსეთის მხრიდან პრობლემებს მოელის ნებისმიერ შემთხვევაში. მათი აზრით, „იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რუსეთი შეიძლება მაინც შემოიჭრას საქართველოში“.