„მოსახლეობის ასეთი ზეწოლა, თავად ხდება მასტიმულირებელი ფასების გაზრდის“ - კიდევ გაძვირდება თუ არა პროდუქტები - Palitra News

„მოსახლეობის ასეთი ზეწოლა, თავად ხდება მასტიმულირებელი ფასების გაზრდის“ - კიდევ გაძვირდება თუ არა პროდუქტები

2022-03-10 17:31:52+04:00

„სამწუხაროდ, მოსახლეობის ასეთი ზეწოლა, თავად ხდება მასტიმულირებელი ფასების გაზრდის და ეს გუშინ გამოიკვეთა კიდეც ცალკეულ სასაქონლე ჯგუფებზე“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, ქვეყანაში ეკონომიკური წინაპირობები საკმაოდ სტაბილურია და საფასო პოლიტიკაში ძალიან მკვეთრი ცვლილებები არ გვექნება, თუმცა სხვადასხვა სასაქონლე ჯგუფებში, შეიძლება გაიზარდოს.