უკრაინის ნაკრების ყოფილი მცველი, 36 წლის არტიომ ფედეცკი ქალაქ ლუცკის თავდაცვის წევრი გახდა და განაცხადა, რომ დასავლეთ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუს ოკუპანტებს არ დაინდობენ.
"მეც მქონდა სადმე წასვლის საშუალება, მაგრამ ცხოვრებაში ასე არასოდეს მოვიქცეოდი. ამიტომ მზად ვარ აქ ბოლომდე ვიდგე. მზად ვარ ჩვენი მიწა დავიცვა.
თუ საჭირო იქნა სროლა - ვისვრით. თუ მოსკალები (რუსების დამცინავი ეთნონიმია) აქ შემოიჭრებიან, იგრძნობენ, თუ რა არის დასავლეთ უკრაინაში პარტიზანული მოძრაობა. იქ მათ ბიჭები წვავენ, ჩვენ კი აქ ღორებივით დავკლავთ. ეს ასე იქნება", - ციტირებსფედეცკის sport.ua
წყარო: Sportall.ge