საგარეო უწყება - აშშ-ს საბიუჯეტო კანონში შენარჩუნებულია საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული - 132 მლნ დოლარზე მეტი, რაც უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს მოხმარდება - Palitra News

საგარეო უწყება - აშშ-ს საბიუჯეტო კანონში შენარჩუნებულია საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული - 132 მლნ დოლარზე მეტი, რაც უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს მოხმარდება

2022-03-10 11:09:43+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სენატის აპროპრიაციის კომიტეტმა გაასაჯაროვა აშშ-ის მთავარი საბიუჯეტო კანონის - 2022 ფისკალური წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი, რომელსაც კონგრესი უახლოეს დღეებში უყრის კენჭს.

ეს კანონპროექტი კვლავ შეიცავს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ფორმულირებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.