საქართველოს მთავრობა უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს დაეხმარა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 200-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების უზრუნველყოფა მოლდოვა-რუმინეთის, იქიდან კი საქართველოს მიმართულებით ხდება. ასევე ქალაქ ლვოვიდან, ვარშავაში მოქალაქეთა ორგანიზებული გადაყვანა გრძელდება.
გამოყოფილია ავტობუსის სპეციალური რეისები, რომლებიც 12 მარტის ჩათვლით ყოველდღიურად განხორციელდება.