არტ-გალერეა ცხრაში საქველმოქმედო გამოფენა "ნანატრი მშვიდობისთვის" გაიხსნა. ამ გამოფენით ქართველი თანამედროვე ხელოვანები ეხმაურებიან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. მხატვრებს სურთ, რომ თავისი შემოქმედებით გადმოსცენ ის ემოციები, რაც მათ განიცადეს.
გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.