თეთრი სახლი იძლევა გაფრთხილებას, რომ რუსეთს, შეუძლია ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში ან შეუძლია, "ცრუ დროშის" ოპერაცია მოაწყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ახლა, როდესაც რუსეთს აქვს ცრუ პრეტენზიები და და ჩინეთმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა ამ პროპაგანდას, ჩვენ ყველამ თვალყური უნდა ვადევნოთ რუსეთს, რადგან შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი ან შექმნას "ცრუ დროშის" ოპერაცია მათი გამოყენებით. ეს აშკარაა. რუსეთს დიდი და კარგად დოკუმენტირებული გამოცდილება აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ისევე, როგორც იმის გამოცდილება, რომ დაადანაშაულოს დასავლეთი იმ დარღვევებში, რომლებსაც რუსეთი თავად ანხორციელებს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ .
ამასთან, როგორც BBC იუწყება, აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რუსეთის მიერ, ყალბი ან ნამდვილი ქიმიური იარაღით შეტევის განხორციელების შესაძლებლობაზე, როგორც უკრაინაში შეჭრის საბაბზე, წლის დასაწყისში გააფრთხილა საზოგადოებაა.