შეერთებულ შტატებში, პოლონეთის ელჩის, მარეკ მაგიეროვსკის თქმით, პოლონეთმა იცის, იმ შედეგების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მათ წინადადებასთან, MIG-29 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ, - ამის შესახებ ელჩმა CNN-ის ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.
მაგიეროვსკის თქმით, უკრაინის დასახმარებლად მნიშვნელოვანია ამერიკელ პარტნიორებსა და ნატო-ს წევრებთან ერთად, ერთობლივი კოორდინაცია უკრაინის დასახმარებლად.
,,ჩვენი მოკავშირეების მხრიდან, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით და ასევე აქ, შეერთებულ შტატებში, დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით. ჩვენ კარგად ვიცოდით, ასეთი ნაბიჯის ყველა ტექნიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური შედეგის შესახებ, რაც რა თქმა უნდა, სარისკო იყო. სწორედ ამიტომ, მივიღეთ ლოგიკური, კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა უარყვეს ეს წინადადება, რადგან მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს იქნებოდა ესკალაცია. ჩვენ ეს კარგად გვესმის და მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ჩვენი ერთობლივი კოორდინაცია, ძალისხმევა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს, მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვან თავი", - განაცხადა მაგიეროვსკიმ