შვეიცარული საათების მწარმოებელი კომპანია Rolex რუსეთში პროდუქციის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი კომპანიის პრეს-მდივანზე დაყრდნობით წერს.
მისი მონაცემებით, Rolex არ ფლობს არანაირ კომპანიას და უძრავი ქონების ობიექტს რუსეთში, ხოლო მისი ლუქს კლასის საათები რუსეთის ტერიტორიაზე იყიდება კერძო მოვაჭრეების მხრიდან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლოს პროდუქციის ექსპორტი ამ ქვეყანაში 24 თებერვალს განხორციელდა.
შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე დასავლეთის მხრიდან დაწესებული მკაცრი სანქციების ფონზე რუსეთი უკვე დატოვა არაერთმა მსხვილმა დასავლურმა კომპანიამ, ნათ შორის, ფუფუნების საგნების მწარმოებელმა კომპანიებმა და მაღალი მოდის ბრენდებმა.