უკრაინის მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკრძალა. ამის შესახებ დადგენილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 2021 წლის მდგომარეობით, ინფორმაციას ამ 7 პროდუქტიდან რომელის და რა მოცულობით იმპორტი ხორციელდებოდა საქართველოში უკრაინიდან.
გასულ წელს უკრაინიდან ცალკე ჭვავის იმპორტი არ განხორციელებულა, თუმცა ქვეყანაში შემოვიდა - 128.11 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 371.85 ტონა ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
წიწიბურას, ფეტვის და სხვა მარცვლეულის იმპორტმა 8.32 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში - 46.08 ათასი აშშ დოლარია;შაქრის იმპორტმა 41,79 ტონა და 76,49 ათასი დოლარი შეადგინა;
ამასთან, 2021 წელს ქვეყანაში შემოვიდა 1 278 740 აშშ დოლარის ღირებულების 10 069 ტონა მარილი;
რაც შეეხება ხორცს, გასულ წელს უკრაინიდან საქართველოში შემოვიდა 88,05 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 26 ტონა ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული, 7 476 570 დოლარის 2 274 ტონა გაყინული ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, და 476,23 ათასი დოლარის ღირებულების 189 ტონა ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული.