Valio-მ რუსეთის ქარხანა დახურა - Palitra News

Valio-მ რუსეთის ქარხანა დახურა

2022-03-09 08:15:05+04:00

რძის პროდუქტების მწარმოებელი Valio და ყავის კომპანია Paulig რუსეთში აღარ იმუშავებენ. ფინურმა კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება უკრაინის ომის გამო მიიღეს. რუსული ბაზრიდან გასვლის განცხადება მათ ვებ-გვერდებზე გავრცელდა.

Valio-ს ერთადერთი საწარმოო ქარხანა რუსეთში მოსკოვის ოდინცოვოს რაიონში მდებარეობს. Paulig-ს კი, ქარხანა ტვერის რეგიონში აქვს.

რუსეთში მიწოდებისა და ინვესტიციების შეჩერება გამოაცხადეს ლუდის დანიურმა მწარმოებელმა Carlsberg-მა, ჰოლანდიურმა Heineken-მა და ჩეხებმა. რუსეთის ბაზრიდან გავიდნენ, ასევე, სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლები, Nike, Adidas და Puma. დაიხურა ესპანური ტანსაცმლის მაღაზიები Inditex და Mango