ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში რძის პროდუქტების ექსპორტი ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობაა დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება - Palitra News

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში რძის პროდუქტების ექსპორტი ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობაა დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება

2022-03-07 16:04:23+04:00

მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რამდენიმე ძირითადი საკითხი განიხილეს, ძირითადად აღნიშნული თემები დაკავშირებული იყო რუსულ ბაზარზე, საქართველოდან პროდუქტების ექპორტსა და ქვეყანაში რუსი მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოდინებაზე.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო თავისუფლების კუნძულია, ამიტომ ეროვნების მიუხედავად ყველა ადამიანს შეუძლია საზღვირს გადმოკვეთა.

ოთარ შამუგიამ რძის პროდუქტების ექსპორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში რძის პროდუქტების ექსპორტი ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობაა, დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება