უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთს მოქალაქეები ტოვებენ. თავშესაფარი კი საქართველო აღმოჩნდა. ბოლო დღეების განმავლობაში საზღვარი რუსეთის 20-25 ათასმა მოქალაქემ გადმოკვეთა. მასობრივ მიგრაციაში საფრთხეებს ხედავენ ოპოზიციაში, ექპერტების ნაწილი კი "ქართულ ოცნებას" სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს.