არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ - დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის, თუმცა იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია - უკრაინის თავდაცვის მინისტრი - Palitra News

არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ - დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის, თუმცა იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

2022-03-07 12:45:52+04:00

არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ - ეს დელიკატური საკითხია და დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის. იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

ამასთან, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში უკრაინას მიეწოდა, გზაშია ან დაკონტრაქტდა 50 ათასი ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი.

„მომწოდებლებისგან ვიღებთ ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისთვის უკვე შეკერილ ფორმებს. იყვნენ ჩვენი დამცველები ჩაცმულები სხვადასხვა ფორმაში. მთავარია - თავს კომფორტულად გრძნობდნენ მტერთან ბრძოლისას.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ პარტნიორებისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიღების მიმართულებით, მაგრამ გამარჯვების რწმენას გვმატებს არა წარმოთქმული დაპირებები, არამედ უკრაინის საჰაერო ძალები,“- განაცხადა რეზნიკოვმა.