თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან მეუღლე და ახლობლები დახვდნენ. ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და პარტიის მხარდამჭერები. როგორი იქნება საპატიმროს დატოვების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის გეგმები უცნობია. ახალაია ამტკიცებს, რომ მას პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ აქვს. მსგავსი განცხადება, 2019 წელს მან „ინტერპრესნიუსისტვის“ გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ციხის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდებოდა.