რომელია ტოპ-10 საკვები და სასმელი პროდუქტი, რასაც ვყიდულობთ რუსეთში - Palitra News

რომელია ტოპ-10 საკვები და სასმელი პროდუქტი, რასაც ვყიდულობთ რუსეთში

2022-03-01 08:17:59+04:00

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ რუსეთიდან 319,869 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტები შეიძინა. რაც შეეხება ექსპორტს, აღნიშნულ ქვეყანაში 368,559 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა.

წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ტოპ-10 სასმელ და საკვებ პროდუქტს შორის ლიდერობს: ხორბალი და მესლინი - 87,436 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს ზეთი - 41,640 მლნ აშშ დოლარის იმპორტით, მე-3 ადგილზეა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 25,745 მლნ აშშ დოლარით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი და მარგარინი იკავებენ, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 18,885 მლნ და 17,669 მლნ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი, სპაგეტი, მაკარონი და მაკარონის სხვა ნაწარმი და ასევე საკონდიტრო ნაწარმი შაქრისგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს.