დილიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაძაბულობა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. ორივე მხრიდან ისმოდა ბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მათ შორის მუქარაც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციას მოსალოდნელ დესტაბილიზაციაში ადანაშაულებდნენ.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით „ნაციონალური მოძრაობა“ პუტინის ომსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სათავისოდ გამოყენებას აპირებს.