უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს რეგიონებშიც. ბათუმში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს შენობიდან უკრაინის დროშა გადმოფინეს. აქცია პერფორმანსის მიზანი უკრაინის მხარდაჭერა და პრემიერ მინისტრის მიერ, 25 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაზე გამიჯვნა იყო. პარტიაში ამბობენ, რომ ბათუმი უკრაინის სამ ქალაქთან ერნოპოლთან, იალტასთან და დონეცკთან არის დამეგობრებული. მიუხედავად ამისა ბათუმის მერიამ ვერ შეძლო სიტყვა მიეწვდინა ოკუპირებული ქალაქებისთვის.