ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სანქციების ინიციატივით გამოდის. რუსეთისთვის ქართული საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის შეწყვეტა. ეს იმ სანქციათა ჩამონათვალია, რომელიც ნიკა მელიამ, ბრიფინგზე გააჟღერა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავსნ რომ ევროკავშირის მიერ ომში ჩართული სახელმწიფოსთვის იარაღის მიწოდება, ისტორიული პრეცედენტია. მელიას მიაჩნია, რომ ყველა ცივილიზებული სახელმწიფო დგას სიმართლის გვერდით და ახლა დროა საქართველომ თავისი ადგილი დაიკავოს.