მოლაპარაკების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში ომი დაიწყო - თავიდანვე გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც ეს პუტინს უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა - ეს არის ნამდვილი ომი, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დოლგოვმა აღნიშნა, არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც თავის თავს ნებას აძლევს, საერთაშორისო ნორმები დაარღვიოს და შეიარაღებული აგრესია განახორციელოს.