სპორტული გაზეთი „ლელო" საფეხბურთო აკადემია „ვილეარეალი საქართველოს" მედია პარტნიორი იქნება. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.
„ვილეარეალი საქართველოში" აცხადებენ, რომ ახლად დაარსებულ საფეხბურთო აკადემიას, თითქმის საუკუნოვან და პოპულარულ გამოცემასთან პარტნიორობა, მომავალი პროექტების რეალიზაციაში დადებით გავლენას იქონიებს.