კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 42 პაციენტი - 18 თებერვლის კოვიდსტატისტიკა საქართველოში - Palitra News

კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 42 პაციენტი - 18 თებერვლის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

2022-02-18 10:47:37+04:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 42 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 48 595 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 29,64% შეადგინა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 526 205 ადამიანი და გარდაიცვალა 15 771 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 791 310 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 3 078 ადამიანი აიცრა.