თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებაზე მუშაობა მიმდინარეობს - Palitra News

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებაზე მუშაობა მიმდინარეობს

2022-02-17 13:07:04+04:00

მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, მალევე, დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინაც ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ამასთან, გაბუნიას ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერის“ წარმოების სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე.

„კოვიდის სამკურნალოდ ამ პირობებში დღეს ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება "პაქსლოვიდზე", რომელიც არის "ფაიზერის" წარმოებული მედიკამენტი, ჩვენ ვაწარმოებთ ამ მიმართულებით მუშაობას. დეტალების დაზუსტება მე დღეს კონტრაქტული ვალდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია, თუმცა, მოკლე ხანში შევძლებთ დაზუსტებას, თუ როდის შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში,"- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვან პრიორიტეტად კვლავ რჩება ვაქცინაციის პროგრამით მოსახლეობის მოცვა, რომელიც ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ მაღალი გავრცელების პირობებში შენელებულია.