Disney-მ "ჩიპი და დეილის" სრულმეტრაჟიანი ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა - Palitra News

Disney-მ "ჩიპი და დეილის" სრულმეტრაჟიანი ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა

2022-02-17 08:38:47+04:00

Disney-მ „ჩიპი და დეილის“ სრულმეტრაჟიანი ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სიუჟეტის თანახმად, ჩიპი და დეილი მულტფილმში შესრულებული როლების გამო პოპულარულები გახდნენ. 30 წლის შემდეგ ძველი მეგობრები კვლავ ერთად იკრიბებიან, რათა დაკარგული მეგობარი იპოვონ.

აღსანიშნავია, რომ დეილმა „3D-პლასტიკა ჩაიტარა“, ჩიპი კი ისევ ორგანზომილებიანი დარჩა.