"თანამედროვე სიყვარული" ამერიკელი რედაქტორისა და ავტორის, დენიელ ჯონსის მხატვრული ლიტერატურის ჟანრის ესეების კრებულია, რომლის პირველი ეგზემპლიარი 2019 წლის 3 სექტემბერს გამოცმემლობა R. WYLER & CO-ს მიერ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნში მოთხრობილია სიყვარულის, განქორწინების, წარმატების, იმედგაცრუებისა და თანამედროვე ადამიანების სხვადასხვა ისტორიის შესახებ, რომლის თითოეულ ამბავს საკუთარი რეალური ავტორი და გმირი ჰყავს. ისტორიებსა და ადამიანებს ერთმანეთთან საერთო არ გააჩნიათ, გარდა ერთისა - სიყვარული და კეთილი დასასრული.
დენიელ ჯონსი ნიუ-იორკში, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს. „თანამედროვე სიყვარული“ მწერლის რიგით პირველი წიგნია, იგი, ასვე, ავტორია წიგნისა „გასხივოსნებული სიყვარული““, რომელიც 50 ათასი ადამიანის ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა. დენიელ ჯონსი 2004 წლიდან ხელმძრვანელობდა ცნობილი გამომცემლობის The new York Times-ის ყოველკვირეულ სვეტს, სახელწოდებით, თანამედროვე სიყვარული, რომელშიც ადამიანები თავიანთი ისტორიების შესახებ წერდნენ. მწერლისთვის მომავალში ეს ისტორიები აღმოჩნდა შთაგონების წყარო, თავი მოეყარა განსაკუთრებული ამბებისთვის და გაეერთიანებინა ერთ წიგნად. წიგნს გამოქვეყნებისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცნობილი კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. იგი გახდა The new-york times-ის ბესტესელერი.
წიგნის ეკრანიზაცია 2019 წელს Amazon Prime Video-ს მიერ სერიალის სახით შედგა. წარმატებული რეიტინგის შედეგად 2021 წლის აგვისტოში სერიალის მეორე სეზონიც გამოვიდა.
წიგნი ქართულად 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის სერიის- წლის ბეთსელერის ფარგლებში გამოიცა და ქართველი მკითხველისთვის ის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებ გვერდზე - PalitraL.ge