ნაგვის მანქანაში ჩავარდნილი 10 წლის სუდანელი ბიჭი 8 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გადაარჩინეს - Palitra News

ნაგვის მანქანაში ჩავარდნილი 10 წლის სუდანელი ბიჭი 8 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გადაარჩინეს

2022-02-16 12:28:59+04:00

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, 10 წლის ბიჭი რვა საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გადაარჩინეს. ბავშვი ნაგვის სატვირთო მანქანაში ჩავარდა და იქ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჭედილი, რადგან მანქანა მწყობრიდან გამოვიდა.

როგორც ირკვევა, 10 წლის მაჯედ მუბარაქ იბრაჰიმი დასუფთავების სატვირთო მანქანაზე მუშაობდა, ნაგვის ჩაყრის დროს კი სატვირთოში ჩავარდა. მოზარდი ახლა საავადმყოფოშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

სუდანში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ბავშვებს სახიფათო შრომასაც აიძულებს. გაეროს ბავშვთა სააგენტოს (UNICEF) მონაცემებით, დაახლოებით სამი მილიონი სუდანელი ბავშვი განათლებას ვერ იღებს.