+380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 - უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა - Palitra News

+380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 - უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

2022-02-12 15:44:04+04:00

საქართველოს საელჩო და საკონსულოები უკრაინაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. სწორედ ამიტომ, საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან.