ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან. ადგილზე ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატები მივიდნენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
მიშა ბოლქვაძეს, კითხვები ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომელიც ხელვაჩაურის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშს მოიცავს. საპასუხო კომენტარი, რეგიონის მთავრობასა და ხელვაჩაურის მერიაში, ამ დრომდე, არ გაკეთებულა.