ენდჰაუსი - ქალაქის განაპირას მდგარი ძველი სახლი - რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა? ვინ არიან სინამდვილეში იქ მცხოვრები ადამიანები და ვინ არის მკვლელი? - აგათა კრისტის დეტექტივი "საფრთხე ენდჰაუსში" - Palitra News

ენდჰაუსი - ქალაქის განაპირას მდგარი ძველი სახლი - რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა? ვინ არიან სინამდვილეში იქ მცხოვრები ადამიანები და ვინ არის მკვლელი? - აგათა კრისტის დეტექტივი "საფრთხე ენდჰაუსში"

2022-01-27 11:45:21+04:00

ენდჰაუსი ზღვისპირა ქალაქი; სასტუმრო „მაჯესტიკი“ - იდეალური ადგილი დასასვენებლად; ერკიულ პუარო და კაპიტანი ჰასთინგზი აქ სწორედ ამიტომ არიან. ქალაქის განაპირას კი ენდჰაუსი - ძველი სახლი მდებარეობს; ამ ძველ სახლს ახალგაზრდა, მომხიბლავი და მხიარული მფლობელი ჰყავს - მადმუაზელ ნიკი ბაკლი. რა დააკავშირებს ამ ორ, სრულიად დამოუკიდებელ, მოცემულობას ერთმანეთთან, თუ არა დანაშაული?მკვლელობა!...და, როცა საქმეში ცნობილი მაძებარი ერკიულ პუარო ერთვება, კითხვები: რა საფრთხე იმალება ენდჰაუსის უწყინარი ფასადის მიღმა?