„სახალხო აფთიაქი“ რეაბილიტაციის პროცესში შევიდა. კომპანიამ წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით უკვე დახურა 85 აფთიაქიდან თითქმის ნახევარი. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს განჩინების მიხედვით, სააფთიაქო ქსელში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა კომპანიის რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.
განჩინების შედეგად, "სახალხო აფთიაქის" მიმართ ჩერდება მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება.
ცნობისთვის, რეესტრის მონაცემებით, „სახალხო აფთიაქი“ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს.