ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.
უფლებადამცველებისთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის „დისკრედიტაციის მიზნით, მედიაში თავისუფლად ვრცელდება“.
ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინონ.
ისინი ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება.