მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში წინადადებების მიღება 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 057 389 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 12 თვე.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ექსპერტიზა გაიარა პროექტმა, რაც მომავალში ნებისმიერი სახის ინციდენტს გამორიცხავს.
თბილისის მერის თქმით, სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნისა და ესკალატორების გვირაბის აზბესტის ჭერის დემონტაჟს. ასევე, თანამედროვე მასალებით ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების, ბალუსტრადების განახლებას.