სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულმა თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს - Palitra News

სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულმა თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

2022-01-18 12:18:37+04:00

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ღირსეულ ანაზღაურებას მოითხოვენ და სამინისტროს მხრიდან ხელფასების 60%-ით გაზრდა არასაკმარისია. მათი მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით უმსარაშვილმა განაცხადა, მათი მოთხოვნები გარდა ხელფასის გაზრდისა ასევე შეეხებოდა გზის ხარჯის ანაზღაურებას, დაზღვევის პაკეტის შემუშავებას და ხელშეკრულების ვადის განსაზღვრას, რაც ამ დრომდე დაკმაყოფილებული არ არის.