ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს, რასაც სავარაუდოდ, ჩოგბურთელის დეპორტაცია მოჰყვება - Palitra News

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს, რასაც სავარაუდოდ, ჩოგბურთელის დეპორტაცია მოჰყვება

2022-01-14 11:58:14+04:00

სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიზა კვლავ გაუუქმეს.

მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, პირადი უფლებამოსილება გამოიყენა და ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა, რასაც, სავარაუდოდ, ჩოგბურთელის დეპორტაცია მოჰყვება და შესაბამისად, ის ჩემპიონატს ვეღარ დაესწრება.

იმიგრაციის მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე მიიღო.

ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს.