საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო დასკვნას აქვეყნებს - Palitra News

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო დასკვნას აქვეყნებს

2022-01-11 15:18:16+04:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რეგულაციების სიმცირით და მაღალ კონცენტრირებულობით გამოირჩევა.

ბაზარზე წარმოდგენილი მსხვილი კომპანიები ერთდროულად ფლობენ იმპორტის, დისტრიბუციის, საცალო რეალიზაციის, კლინიკების დაზღვევის კომპანიებს.

ჰოლდინგურ ჯგუფებს აქვთ საბაზრო ძალა, იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამომწერ პასუხისმგებელ პირებზე, რაც სააგენტოს შეფასებით შესაძლოა, არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან.

სააგენტოს შეფასებით, სარეცეპტო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტულ გარემოს და არ შეესაბამება პაციენტის საუკეთესო ინტერესებს.