ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მამუკა ხაზარაძე მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება გახდა. ბრალდებულების გაღიზიანება პროკურორის რეპლიკამ გამოიწვია, რადგან დაცვის მხარის შეფასებით, პროკურორი არა რეპლიკით, არამედ ახალი დასკვნითი სიტყვით სარგებლობდა.