ინდოეთის დედაქალაქ დელიში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო რესტორნები და ბარები იხურება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებსა და ბარებს მომხმარებლებისთვის მხოლოდ გატანის სერვისის შეთავაზების უფლება ექნებათ.
ინდოეთში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. დელიში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 19 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი ამჟამად 25%-ს შეადგენს.