"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს სხდომისთვის ემზადება, რომელიც დღეს გაიმართება. პალიტრანიუსის ინფორმაციით, ცვლილებები პარტიულ თანამდებობზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.
ასევე, "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, შესაძლოა პარტიის კონკრეტული წევრების, კობა ნაყოფიასა და ზაალ უდუმაშვილის მიმართ გარკვეული თანამდებობრივი ცვლილებები განხორციელდეს თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ ადასტურებენ.